2016-11-09
თსუ-ს მინი ფეხბურთის ტურნირის გამარჯვებული გამოვლინდა
![](/data/file_db/PR/web.jpg)
,,პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თსუ-ს ასეთი ტურნირის ორგანიზებისთვის, ეს ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს,’’ - აღნიშნა საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მფლობელმა ლუკა თავზარაშვილმა.
თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ხარჯავანიძის განცხადებით, , ,უნივერსიტეტში მინი ფეხბურთის ტურნირი წელიწადში ორჯერ ტარდება და სტუდენტების მხრიდან ძალიან მაღალი აქტიურობაა. მსგავსი სახის ღონისძიებები ხშირად უნდა ტარდებოდეს უნივერსიტეტში, იმიტომ რომ ახალგაზრდებს, პირველ რიგში, სჭირდებათ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება. დღეს ყველა ადამიანი გამარჯვებულია, ვინც ამ ჩემპიონატში მონაწილეობდა.’’
ტურნირი 24 ოქტომბერს დაიწყო და მასში სტუდენტებისგან შემდგარი 41 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირი მინი ფეხბურთში თსუ სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა.
« იხ. ყველა სიახლე