2014-06-19

ბუნდესტაგის წევრის შეხვედრა თსუ სტუდენტებთან

გერმანიის ფედერალური პარლამენტის - ბუნდესტაგის პარტია ქრისტიან დემოკრატიული კავშირი / ქრისტიან სოციალური კავშირის (CDU/CSU) წევრი, დოქტორი მარტინ პეტცოლდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ღონისძიებას თსუ რექტორის პირველი მოადგილე ლევან ალექსიძე, თსუ სტუდენტები დაესწრნენ.
თსუ რექტორის პირველი მოადგილის ლევან ალექსიძის განცხადებით, „დოქტორი მარტინ პეტცოლდი არის საკმაოდ გავლენიანი ფიგურა გერმანიის ბუნდესტაგში, ის  ერთ-ერთი ძირითადი პარტიის წევრია და მას დავალებული აქვს მოიაროს კავკასიის ქვეყნები, კერძოდ, სომხეთი და საქართველო, გაარკვიოს რა სიტუაციაა, როგორი განწყობაა, რა შეხედულების არიან ამ ქვეყნის მნოსახლეობა და განსაკუთრებით ახალგაზდები. მის მოხსენებებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ის ფაქტი, რომ მან თვითონ მოისურვა ჩვენს უნივერსიტეტში მოსვლა, უკვე ბევრზე მეტყველებს.“
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიგო ახალგაზრდების აზრი, რას ფიქრობენ ისინი ევროკავშირთან ინტეგრაციაზე და საერთოდ  საქართველოს მომაველზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია  შევძლო და დავარწმუნო საქართველოც და სომხეთიც, რომ ევროპისკენ ინტეგრაციისთვის ისწრაფონ“,- აღნიშნა გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა მარტინ პეტცოლდმა.
 მარტინ პეტცოლდი ბუნდესტაგში პერმანენტულ ანგარიშებს ამზადებს სომხეთისა და საქართველოს შესახებ. თსუ სტუდენტებთან ბუნდესტაგის წევრმა  მოკლე მოხსენება წაიკითხა;  შემდეგ კი  გაიმართა დისკუსია.

Print

« იხ. ყველა სიახლე