2013-11-15
კონფერენცია „მტკიცებითი სამართალი“
15 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია
„მტკიცებითი სამართალი“ გაიმართა.
კონფერენცია ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის ორგანიზებით, ამერიკის იუსტიციის დეპარატამენტის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით გამართა. შეხვედრას საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს პროკურატურის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის, ნორვეგიის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები, ასევე ადვოკატები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
„ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას და მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ გადაწყვეტილებათა დასაბუთების გაუმჯობესება. დასაბუთებისათვის აუცილებელია, რომ მტკიცებულებები მხარეების მიერ კვალიფიციურად იყოს წარმოდგენილი. დღევანდელი კონფერენცია ზუსტად ამ საკითხს ეხება. ღონისძიება ჩვენი ნორვეგიელი პარტნიორების მიერ არის ორგანიზებული. განხილვის თემა პირდაპირ ჩვენს მიერ ერთ-ერთ პრიორიტეტად აღიარებული საკითხია. ვფიქრობ უნდა გაუმჯობესდეს დასაბუთება, რათა ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ გაცილებით დიდი იყოს“, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა.
თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ირაკლი ბურდულის თქმით, „კონფერენციაზე განხილული საკითხი მეტად მნიშვნელოვანი თემაა, ვინაიდან ის ემსახურება სისხლის სამართალში მტკიცების ტვირთის პრობლემებს, რაც ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიამ საქართველოში დაასრულა თავისი მოღვაწეობა და მოხარული ვარ, რომ მოღვაწეობის დასასრულს ასეთი კონფერენცია გაიმართა ქართველ იურისტების, მოსამართლეების, პრაქტიკოს იურისტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვის“.
„მკიცების ტვირთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ყველა ქვეყანაში. ჩვენ განვიხილავთ ქართულ მკიცებით სამართალს, გაგაცნობთ ამერიკულ კანონმდებლობას ამ მიმართულებით და ასევე პრაქტიკას და იმედი მაქვს, რომ ჩვენ გვექნება საეთო ხედვა ამ საკითხზე“, - განაცხადა ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისის ხელმძღვანელმა საქართველოში ვალტერ ვანგბერგიმ.
კონფერენცია ორდღიანია და 16 ნოემბერს დასრულდება.

« იხ. ყველა სიახლე