2015-07-09
,,მიკროეკონომიკის თეორია: ძირითადი პრინციპები და გავრცობა” - პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსოფლიოში ცნობილი ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოს
,,მიკროეკონომიკის თეორია: ძირითადი პრინციპები და გავრცობა” ქართულენოვანი
თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი თეიმურაზ ბერიძე, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„მიკროეკონომიკის თეორიაში ასეთი კლასიკური სახელმძღვანელო ქართულ ენაზე არ არსებობდა. სექტემბრიდან კი ეს წიგნი სტუდენტებისთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება. სახელმძღვანელოების თარგმნის საუნივერსიტეტო პროექტი გრძელდება და უახლოეს მომავალში სხვა ფაკულტეტებზე მომზადებული წიგნების პრეზენტაციები გაიმართება“,-განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
სახელმძღვანელოს ქართულენოვანი თარგმანის სამეცნიერო რედაქტორია პროფესორი ეთერ ხარაიშვილი, სარედაქციო კოლეგიის წევრები არიან ასოცირებული პროფესორები: ი. გაგნიძე, მ. ნაცვალაძე, ი. ნაცვლიშვილი, მ. ჩავლეიშვილი და დოქტორატი ლ. ლაბაძე.
„ამ სახელმძღვანელოთი ასწავლიან ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი სქელტანიანია, საკითხები ძალიან ლოგიკურად არის დალაგებული. ეს არის წიგნი, რიმელიც სტუდენტებს სისტემური ანალიზის საფუძველზე, ჩაღრმავებულად შეასწავლის მიკროეკონომიკის თეორიებს და ანალიტიკურ უნარ-ჩვევებს განუვითარებს“,-აღნიშნა სახელმძღვანელოს ქართულენოვანი თარგმანის სამეცნიერო რედაქტორმა პროფესორმა ეთერ ხარაიშვილმა.
წიგნის ავტორია ცნობილი ეკონომისტი ვალტერ ნიკოლსონი, რომელმაც დოქტორის ხარისხი მოიპოვა მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში და ამჟამად ემჰერსტის კოლეჯის პროფესორია აშშ-ში. სახელმძღვანელოს თანაავტორია ქრისტოფერ სნაიდერი, დარტმუთის კოლეჯის პროფესორი. ამ წიგნით ასწავლიან მაგისტრატურაში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, მათ შორის კალიფორნიის, კოლორადოს, ჯორჯ ვაშინგტონის, ემ-აი-თის (MIT), კენტუკისა და დუკის უნივერსიტეტებში, დარტმუთის კოლეჯში (აშშ), ვარვიკის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი), ვილფრიდის უნივერსიტეტში (კანადა), ლონდონის ეკონომიკის სკოლაში (LSE), ჰონგკონგის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში და სხვა.
,,მიკროეკონომიკის თეორია: ძირითადი პრინციპები და გავრცობა” ქართულ ენაზე თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას ინიციატივით მოქმედი სახელმძღვანელოების თარგმნის საუნივერსიტეტო პროექტის ფარგლებში გამოიცა და თსუ სტამბაში დაიბეჭდა.

« იხ. ყველა სიახლე