2012-05-13
ცესკოს განცხადება 18 მაისს დაგეგმილი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის 18 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს წარმომადგენლებმა განცხადება გააკეთეს. ცესკოს თავმჯდომარემ დიმიტრი გეგენავამ მედიის წარმომადგენლებთან რეგისტრაციის მსვლელობის, დარეგისტრირებული კანდიდატების და არჩევნების გამჭვირვალობისათვის გადაგმული ნაბიჯების შესახებ ისაუბრა.
არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 30 აპრლიდან 11 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით ამ დროისათვის არჩევნებში დარეგისტრირებულია 3 ორგანიზაცია: „ერთიანი სტუდენტური მოძრაობა“, „სტუდენტები სტუდენტებისათვის“ და „თსუ ალიანსი სტუდენტებისათვის“, და 6 დამოუკიდებელი კანდიდატი. სულ არჩევნებში არსებულ 120 ადგილზე 149 რეგისტრირებული მსურველია.
შეხვედრაზე ცესკოს წარმომადგენელმა რეგისტრაციის მსვლელობისას შექმნილ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება. თავმჯდომარის ინფორმაციით სტუდენტთა ნაწილმა რეგისტრაციისათვის აუცილებელი პირობების შესრულებისას მნიშვნელოვანი ხარვეზები დაუშვა, რომელთა გამოსწორების მიზნით ცესკო არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს სამი დღის ვადას აძლევს.
„ცესკოს მხრიდან ნებისმიერი კანდიდატისთვის იყო შექმნილი ყველა პირობა რეგისტრაციისთვის. ორგანიზაციამ - „სტუდენტური ხმა“ წარმოადგინა სიები, რომელშიც იყო მნიშვნელოვანი ხარვეზები - არასწორი და განმეორებითი პირადი მონაცემები, ცესკოს გადაწყვეტილებით ამ ორგანიზაციას და 15 დამოუკიდებელ კანდიდატს მიეცათ საშუალება გამოასწორონ ნაკლოვანებები და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში“, - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ დიმიტრი გეგენავამ.
არჩევნების გამჭირვალეობის მიზნით ცესკოს მოწვევით სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციების - „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ და „IFES” წარმომადგენლები დაესწრებიან. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით 12 საარჩევნო უბანზე ვიდეოკამერები დამონტაჟდება, რომლებიც პირდაპირი გადაღების რეჟიმში იმუშავებენ. თითოეულ დაინტერესებულ პირს განცხადების საფუძველზე შეუძლია მიიღოს ვიდეოჩანაწერის ნახვის უფლება.
ცესკოს ინიციატივით არჩევნების დღეს, ნებისმიერ საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის პროცესს, სურვილის შემთხვევაში, აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებიც დააკვირდებიან.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. 2012 წლის არჩევნები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 18 მაისს გაიმართება.

« იხ. ყველა სიახლე