2010-09-30
აკადემიური საბჭოს არჩევნები თსუ-ში
29 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს არჩევნები გაიმართა. აკადემიურ საბჭოში საკუთარი წარმომადგენლები თსუ-ის პროფესურისა და საფაკულტეტო საბჭოების სტუდენტური თვითმმართველობის 615 წევრმა აირჩია. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ წინასწარი მონაცემები არჩევნების დასრულებიდან სამ საათში წარმოადგინა. ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის წარმომადგენლები საბჭოში
ელიზბარ ნადარაია და ალექსანდრე შენგელია იქნებიან. იურიდიული ფაკულტეტიდან საბჭოში
მაია კოპალეიშვილი და ნუგზარ სურგულაძე აირჩნენ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს საბჭოში
მარიამ გერსამია და ზურაბ დავითაშვილი წარმოადგენენ, ხოლო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან აკადემიური საბჭოს წევრი ნანი გაფრინდაშვილი გახდა.
ოთხი ფაკულტეტის სამი საარჩევნო უბანი უნივერსიტეტის სამ კორპუსში იყო გახსნილი. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში დარღვევების გარეშე ჩაიარა.
„არჩევნები ყოველგვარი ინციდენტის გარეშე და გამჭვირვალედ ჩატარდა. მაღალი იყო ამომრჩეველთა აქტივობაც, საერთო ჯამში არჩევანი 70% მეტმა ამომრჩეველმა გააკეთა. არჩევნების საბოლოო შედეგები 24 საათის შემდეგ გახდება ცნობილი და აკადემიური საბჭოს არჩეულ წევრებს უფლებამოსილება მიენიჭებათ“, – განაცხადა უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა მიშა დევდარიანმა.
არჩევნებში მონაწილეობა თავად კანდიდატებმაც მიიღეს.
„აკადემიური საბჭოს არჩევნები არის უნივერსიტეტის ავტონომიურობის გარანტია. ჩემი პრიორიტეტი სტუდენტზე ორიენტირებული უნივერსიტეტია, რომელიც ქმნის კომფორტულ გარემოს მაღალი ცოდნის მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის“, – განაცხადა არჩევნების მსვლელობისას სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენელმა, აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატმა მარიამ გერსამიამ.
სტუდენტზე ორიენტირს და სამეცნიერო საქმიანობის განვითარებას ემხრობა პროფესორი ნუგზარ სურგულაძე.
„რექტორის მოვალეობის შესრულებისას მე დავინახე ის პრიორიტეტები, რომელიც სტუდენტისთვის და პროფესორისთვის უნდა დავსახოთ. ვფიქრობ, სამეცნიერო მუშაობა უფრო უნდა გააქტიურდეს და პროფესურას ღირსეული მოღვაწეობის საშუალება უნდა მიეცეს“, – აღნიშნა პროფესორმა ნუგზარ სურგულაძემ.
არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია 2 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სრულ და ასოცირებულ პროფესორს საკუთარი კანდიდატურის დასახელების უფლება ჰქონდა. არჩევნებში სულ 15 რეგისტრირებული კანდიდატი იღებდა მონაწილეობას, იურიდიული ფაკულტეტიდან – ნუგზარ სურგულაძე, მაია კოპალეიშვილი; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან – ნოდარ ელიზბარაშვილი, ელიზბარ ნადარაია, ალექსანდრე შენგელია, ჯუმბერ კერესელიძე, თეიმურაზ ლეჟავა; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან – ნანი გაფრინდაშვილი, ცირა ბარამიძე; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან – რევაზ გაჩეჩილაძე, თამარ გაგოშიძე, მარიამ გერსამია, ზურაბ დავითაშვილი, მარინე ჩიტაშვილი, გია ჟორჟოლიანი. არჩევნებამდე ორი დღით ადრე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა პროფესორმა გუგული მაღრაძემ, რომელიც აკადემიურ საბჭოში კენჭს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან იყრიდა კენჭს. თავისი კანდიდატურის წარმოდგენაზე უარი განაცხადა მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენელმა პაატა იმნაძემ. ერთადერთი კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო მედიცინის ფაკულტეტზე არჩევნები ჩაშლილად გამოცხადდა. მედიცინის ფაკულტეტზე არჩევნები 3 კვირის განმავლობაში გაიმართება.
თსუ-ის აკადემიური საბჭოს 7 წევრს (გიორგი დავითაშვილს, ზურაბ დავითაშვილს, მერაბ კილაძეს, ელიზბარ ნადარაიას, ირმა რატიანს, ალექსანდრე შენგელაიას, გუგული მაღრაძეს, კონსტანტინე კორკელიას) როტაციის პრინციპით უფლებამოსილება 29 სექტემბერს შეუწყდა, ხოლო დანარჩენ 4 წევრს (ქეთევან მარშავას, ფრიდონ თოდუას, რევაზ გველესიანსა და აკაკი ყულიჯანაშვილს) უფლებამოსილება მომდევნო როტაციამდე გაუგრძელდება.
იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო კომისიაში საჩივარი 30 სექტემბრის 18:00 საათამდე არ შევა, არჩევნების შედეგები ოფიციალური გახდება. განახლებული აკადემიური საბჭო დადგენილ ვადაში უნივერსიტეტის ახალ რექტორს აირჩევს, რომელიც ავტომატურად აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე გახდება.

« იხ. ყველა სიახლე