თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სახელმწიფო აუდიტთან არსებულ საჯარო აუდიტის ინსტიტუტს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც სტუდენტებისთვის საჯარო აუდიტის დარგში სასწავლო პროგრამის განხორციელებას ითვალისწინებს.
„ეს ძალიან კარგი საშუალებაა ჩვენი სტუდენტებისთვის, ანაზღაურებადი სტაჟირების გასავლელად. გარდა ამისა, არსებობს დასაქმების პერსპექტივა და ძალიან კარგი გზაა იმისთვის, რომ მომავალ დამსაქმებელსა და უნივერსიტეტს შორის უფრო მტკიცე და კარგი კავშირები არსებობდეს“,- აღნიშნა მემორანდუმის გაფორმების შემდეგ თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თსუ რექტორმა იმედი გამოთქვა, რომ უნივერსიტეტსა და ამ უწყებებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებშიც გაიმართება ბევრი ღონისძიება, საჯარო ლექციების ჩათვლით.
„მემორანდუმი, ემსახურება სტუდენტების მოზიდვას ჩვენს სასწავლო პრაქტიკასა და სტაჟირებაზე. წარჩინებულ სტუდენტებს დიდი სიამოვნებით მივიღებთ სერტიფიცირების პროგრამაში, რომელსაც საჯარო აუდიტის ინსტიტუტი აწარმოებს და ვფიქრობთ, რომ ეს სამმხრივი თანამშრომლობა იქნება ურთიერთსასარგებლო და ნაყოფიერი. ვფიქრობთ, სტაჟრების დამთავრებისთანავე წარჩინებული სტუდენტები დავასაქმოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში და სწორედ ესაა მემორანდუმის ძირითადი მიზანი.“ - განაცხადა საჯარო აუდიტის სამსახურის გენერალურამ აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორის დავით აზმაიფარაშვილმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ძალინ პროდუქტიული იქნება, როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის, ისე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის. „მემორანდუმიუს მიზანია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაგეგმილ ტრენინგებსა თუ სხვადასხვა სასწავლო კურსებში, ასევე გაიარონ სტაჟირება და სასწავლო პრაქტიკა,“ - განაცხადა დავით აზმაიფარშვილმა.
მემორანდუმი ითვალისწინებს თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსის განხორციელებას, თსუ სტუდენტებისთვის საჯარო აუდიტის დარგში საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესათავაზებლად, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების, გამოცდილების მიღების და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშესაწყობად.