2012-02-28
26 თებერვალს დასრულდა „განათლების კვირეული 2012“, რომელზეც თსუ საკუთარი კონცეფციითა და სლოგანით “იარე ჩვენთან ერთად“ წარსდგა. სლოგანი აერთიანებს კავკასიაში პირველი უნივერსიტეტის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. „საქართველოს განთლების კვირეული 2012“-ზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2 ნომინაციაში გაიმარჯვა. „საუკეთესო საგამოფენო სტენდის დიზაინისთვის“ და „ყველაზე ფართო და აქტიური სტუდენტური ჩართულობისთვის გამოფენაში“ ნომინაციებში თსუ-მ სერთიფიკატები მიიღო.
განათლების კვირეულის ფარგლებში 25 თებერვალს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ღია კარის დღეც გაიმართა, რომელზეც თსუ-ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და ფაკულტეტების დეკანებმა უნივერსიტეტის პრეზენტაცია წარადგინეს და კითხვებს უპასუხეს.
« იხ. ყველა სიახლე