ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის, EMSA TSU-ს, თსუ-ს სტუდენტური თვითმართველობის და საქართველოს ექიმთა ასოციაციის ორგანიზებით 28 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით ბაკურიანში გაიმართა
ზამთრის სკოლა თემაზე:
„ტრავმატიზმი". ზამთრის სკოლაში მედიცინის ფაკულტეტის 17-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც ნაშრომები ჟიურის წარუდგინეს.
სტუდენტებს ტრავმატიზმის აქტუალურ პრობლემებზე სემინარი ჩაუტარა საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტმა ლევან ნაჭყებიამ.
ზამთრის სკოლის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა საქართველოში ტრავმატოლოგია-ორთოპედიის განვითარების ეტაპებისა და პერსპექტივის გარშემო. დისკუსიაში აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც სტუდენტები ასევე ჟიურის წევრები.
ბაკურიანის ზამთრის სკოლის სტუდენტებს გადაეცაემათ სპეციალური სერტიფიკატი. პროექტი, რომლის ავტორები არიან თსუ მედიცინის ფაკულტეტი, EMSA-TSU, თსუ-ის სტუდენტური თვითართველობა და საქართველოს ექიმთა ასოციაცია, მედიცინის ფაკულტეტმა დააფინანსა.
ზამთრის სკოლის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის თანამშრომლები: საქართველოს ექიმთა ასოციციის თავმჯდომარე, თსუ-ის პროფესორი გია ლობჟანიძე; მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასისტენტ პროფესორი თამარ რუხაძე; საქართველოს ექიმთა ასოციაციის გენერალური მდივანი და მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი ზაზა ხაჭიპერაძე და საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი ლევან ნაჭყებია.