2011-07-11
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები თსუ-ში
![](/data/image_db_innova/PR/givi jordania 147.jpg)
„ჯანდაცვის სამინისტრო სამ პრიორიტეტს გამოყოფს: ხარისხი, ხელმისაწვდომობა და პაციენტის უფლებები. ამ პრიორიტეტის მიხედვით იგეგმება ყველა მიმდინარე პროექტები და ჩვენ ვცდილობთ ყოველდღიურად გავაუმჯობესოთ აღნიშნული სფერო. ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სრული ინფორმაცია მივაწოდოთ მათ, ვინც ჯანდაცვის სფეროს მომავალია, კარგი ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვა იმისთვის იქმნება, რომ მომავალ ექიმებს თავიანთი სამუშაოს უკეთ შესრულება შეეძლოთ“, – აღნიშნა შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ.
სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სტუდენტთა სამომავლო დასაქმების შესაძლებლობებზეც ისაუბრეს.
![](/data/image_db_innova/PR/givi jordania 165.jpg)
« იხ. ყველა სიახლე