2009-10-15

მე-5 საერთაშორისო კონფერენცია – „ფიზიკა მომავალ კოლაიდერებზე“

მე-5 საერთაშორისო კონფერენცია – „ფიზიკა მომავალ კოლაიდერებზე“
16 ოქტომბერს, 10:00 საათზე ფიზიკის დარგში მე-5 საერთაშორისო კონფერენციის დასკვნითი ნაწილი გაიმართება. კონფერენცია თემაზე: „ფიზიკა მომავალ კოლაიდერებზე“ ეძღვნება ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის თემას და მომავალ კოლაიდერებს LHC (Large Hadron Collider - დიდი ადრონული კოლაიდერი).
კონფერენციაზე მოხსენებით ექსპერიმენტ ატლასის ხელმძღვანელი პეტერ იენი (ცერნ-ი, შვეიცარია), აღნიშნული კოლაიდერის შემქმნელი და ხელმძღვანელი ლინ ევანსი (შვეიცარია) და ცერნ-ის გენერალური დირექტორის მრჩეველი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში ტადეუშ კურტიკა წარსდგებიან.
კოლაიდერის ამუშავებით ექსპერიმენტის მონაწილეები ცდილობენ პასუხი გასცენ მთავარ კითხვას – როგორ წარმოიშვა სამყარო?.. თუმცა დიდი ადრონული კოლაიდერის გაშვების შემდეგ მიღებული ინფორმაცია კიდევ მრავალი კვლევის საფუძველი გახდება.
დღესდღეობით კოლაიდერის გაშვება დაგეგმილია 2009 წლის ნოემბრისთვის. კოლაიდერის მუშაობა 2005 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია.
ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN, ჟენევა) ფიზიკოსები მაღალი ენერგიების (არსებულთან შედარებით) ამაჩქარებლების შექმნაზე მუშაობენ. პროტონ - პროტონული კოლაიდერის შექმნა, რეკორდულ 14 ტევ ენერგიაზე, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში დაიგეგმა.
1994 წლის 14 სექტემბერს საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ჯგუფი დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით მიღებულ იქნა საერთაშორისო კოლაბორაცია „ატლასის“ წევრად. 2001 წლიდან კი, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, საქართველოში ტარდება კონფერენცია სახელწოდებით: „ფიზიკა მომავალ კოლაიდერებზე“, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ ხელმოწერილი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში ხორცილედება. რიგით მეხუთე კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით იმართება.
მის: კუს გზა #1, კულტურის სახლი „მუზა“
თსუ–ის საზოგადოებათასნ ურთიერტბის სამსახური:22 23 91; tsupr@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე