ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-02-06

ჟურნალის „თსუ მეცნიერება“ №3 პრეზენტაცია

5 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის „თსუ მეცნიერება“ მესამე, საიუბილეო ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.
ჟურნალის ახალი ნომრის პრეზენტაცია უნივერსიტეტის 95 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში შედგა და მას აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ჟურნალი პოპულარულ ენაზე ასახავს თსუ-ში მიმდინარე საერთაშორისო მ ასშტაბების კვლევებს, ამიტომ მისი სამიზნე აუდიტორიაა არა მხოლოდ მეცნიერ-მკვლევარები, არამედ ფართო საზოგადოება. „თსუ მეცნიერების“ რედაქტორის თამარ ხორბალაძის განცხადებით “ჟურნალის მიზანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს იმ სამეცნიერო მიღწევების შესახებ, რომელიც საქართველოში თბილისის სახ  ელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებს აქვთ. ყველა ის თემა და კვლევა, რომლის შესახებაც საუბარია ჟურნალში, არ ის კონკურენტუნარიანი საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე. ყველა მათგანის შესახებ ან არ ის გამოხმაურებები უცხოელი მეცნიერების მხრიდან ან მოპოვებული აქვთ საერთაშორისო სამეცნიერო გრანტები ან წარდგენილნი არიან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე”.
 „თსუ მეცნიერება“ ორენოვანია (ქართულ-ინგლისური) და წელიწადში ორჯერ გამოდის. მისი მიზანია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშო მიმდინარე სამეცნიერო კვლევების შესახებ  ინფორმაცია მიაწოდოს როგორც სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს, ასევე ფართო სა ზოგადოებას. ჟურნალში ასახული ყველა კვლევა საერთაშორისოდ აღიარებულია - მოპოვებული აქვს საერთაშორისო გრანტი, ჰყავს უცხოელი პარტნიორები ან წარდგენილია საერთაშორისო კონფერენციაზე.


Print

« იხ. ყველა სიახლე