ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-12-24

თანამშრომლობა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან

2017 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი ტიპის სადოქტორო პროგრამები ამოქმედდება. „ ახალი წლიდან ვიწყებთ ახალი ტიპის სტრუქტურირებულ სადოქტორო სკოლას. ეს ხორციელდება ფოლკსვაგენის ფონდის დახმარებით, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მონაწილეობით,“- განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისივე თქმით, ახალი სადოქტორო პროგრამები მათემატიკის, დიგიტალური ჰუმანიტარიის და განათლების მენეჯმენტის მიმართულებით გოტინგენის, ფრანკფურტის და მიუნჰენის ტექნიკურ უნივერსიტეტებთან ერთად განხორციელდება, ასევე მზადდება ახალი სადოქტორო პროგრამა თეორიულ ფიზიკაში.
არანაკლებ მნიშვნელოვანი სიახლეებია საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კუთხით. როგორც რექტორმა აღნიშნა, მიმდინარეობს მუშაობა უახლოეს პერიოდში საფრანგეთის და გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებთან ტურიზმის, ევროპეისტიკის და ეკონომიკის ერთობლივი სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების განსახორციელებლად.


Print

« იხ. ყველა სიახლე