ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-11-16

საპატრულო პოლიციის უფროსი და პოლიციის აკადემიის რექტორი თსუ–ს ესტუმრნენ

16 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გრიგალაშვილი და პოლიციის აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე ესტუმრნენ. სტუდენტებთან შეხვედრისას საუბარი ქვეყნის სამართალდამცავ სისტემაში მიმდინარე პროცესებს და დაგეგმილ სიახლეებს შეეხო.  ძალოვანი უწყების ხელმძღვანელისაგან სტუდენტებმა  დასაქმების პროგრამაში ჩართვის შეთავაზებაც მიიღეს. მომავალ ფიზიკოსებს, ბიოლოგებსა  და ქიმიკოსებს სტაჟირება–სწავლების შესახებ ვრცელი ინფორმაცია პოლიციის აკადემიის რექტორმა მიაწოდა.

„მაღალ დონეზე აღნიშნულ სპეციალობებს სტუდენტები მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეუფლებიან. ჩვენ გვსურს მათთვის სამომავლო  პერსპექტივა წინასწარ განვსაზღვროთ და პროფესიონალი კადრები ჩვენს ბაზაზე დავასაქმოთ“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ახალი პროექტი, რომელიც აკადემიასა და საპატრულო პოლიციაში ერთობლივად დაიგეგმა, კრიმინალისტურ სამსახურში პროფესიული კადრების მომზადებას და შემდგომ დასაქმებას გულისხმობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ყველა სტუდენტს სურვილის შემთხვევაში აღნიშნულ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა.
Print

« იხ. ყველა სიახლე