2011-02-25
"უნივერსიტეტი 1921 წლის თებერვალში"
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ოკუპაციის კვირეულის" ფარგლებში გაიმართა კონფერენცია "1921 წლის თებერვალი". პოლიტოლოგმა, პროფესორმა მალხაზ მაცაბერიძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე "უნივერსიტეტი 1921 წლის თებერვალში". "25 თებერვალი არის სიმბოლო ცუდი პროცესების დასაწყისისა, რომელიც 70 წლის მანძილზე სრულიად სხვაგვარად შუქდებოდა. ჩვენ ვალში ვართ წასული თაობების წინაშე _ ჩვენ უნდა აღვადგინოთ ისტორიული სიმართლე. 1921 წელს უნივერსიტეტი აქტიურად ჩაერთო ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში. უნივერსიტეტი იყო ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც იმ წლებში ყველაზე მეტად დაზარალდა. მაშინ სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. რეპრესიებიების მსხვერპლთა უმეტესობაც უნივერსიტეტელი იყო" — აღნიშნა მალხაზ მაცაბერიძემ. მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია საქართველოს გასაბჭოების, თებერვალ-მარტის ომის, მისი შედეგებისა და საბჭოური ოკუპაციის საკითხებზე.
თსუ-ის მეორე კორპუსის ფოიეში გაიხსნა საბჭოთა ხელისუფლების მიერ განხორციელებული ოკუპაციის ამსახველი ფოტოგამოფენა. გამოფენაზე, რომლის ორგანიზატორი თსუ-ის მუზეუმია, წარმოდგენილია კოჯორ-ტაბახმელის მიდამოებში წარმოებული ბრძოლის და უნივერსიტეტის წინააღმდეგ წარმოებული რეპრესიების ამსახველი მასალები.

« იხ. ყველა სიახლე