ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-07-22

გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის და ბიოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების გამოშვება

გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის და ბიოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების  გამოშვება 14 ივლისს საზეიმოდ აღინიშნა თსუ ბიოლოგიის დეპარტამენტში. დამამთავრებელი  კურსის სტუდენტებმა წარმატებით დაასრულეს სემესტრული გამოცდები და დაიცვეს საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომები.
სტუდენტთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია თსუ XI კორპუსის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.  შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა ალექსანდრე თევზაძემ, ბიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დიანა ძიძიგურმა, პროგრამების ხელმძღვანელებმა, პროფესორმა ნანა კოშორიძემ და ბმდ. ნინო ინასარიძემ. სტუდენტებს წარმატება მიულოცა ბიოლოგიის დეპარტამენტის აკადემიურმა პერსონალმა - პროფესორებმა არნოლდ გეგეჭკორმა, თეიმურაზ ლეჟავამ,  მიხეილ გედევანიშვილმა და სხვებმა.
კურსდამთავრებულებს გადაეცათ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები. დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა კონცერტი სხვადასხვა კურსის სტუდენტების მონაწილეობით.

Print

« იხ. ყველა სიახლე