2017-09-11

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიალი

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიალი გამართა. ღონისძიებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცეპრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დეკანი კენ უოლში, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის რეგიონული ვიცეპრეზიდენტი ფატიმა სუმარი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. სპეციალურად ცერემონიისთვის საქართველოს ეწვია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, დოქტორი ჩუკუკა ენვემეკა და პროფესორების დელეგაცია.

2017 წელს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე საქართველოში 200-ზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა. აქედან, 120-მა თსუ აირჩია, მათ შორისაა 10 საერთაშორისო სტუდენტი. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მესამე ნაკადში არიან საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ოლიმპიადების გამარჯვებულები და სტუდენტები უმაღლესი ქულებით ეროვნულ გამოცდებზე. აგრეთვე 20-ზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი 8 ქვეყნიდან და ამერიკელი გაცვლითი სტუდენტები სან დიეგოს კალიფორნიის კამპუსიდან.
Print

« იხ. ყველა სიახლე