ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-05-20

თსუ–ს გუნდი ვერცხლის მედალოსანია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟ კალათბურთელთა გუნდი ვერცხლის მედალოსანია.

19 მაისს თბილისის სპორტის სასახლეში   „სუპერლიგა 2009–2010“–ის საფინალო შეხვედრა გაიმართა. დაძაბულ შეხვედრაში  რუსთავის „ენერჯი ინვესტთან“  „თსუ“–მ მხოლოდ სამი ქულა დათმო . ფინალი ანგარიშით 92:95 დასრულდა. უნივერსიტეტის ვაჟ კალათბურთელთა გუნდმა მეორე საპრიზო ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე