2016-10-20

საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ტერიტორიული ორგანიზაციის პრობლემატიკა”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ტერიტორიული ორგანიზაციის პრობლემატიკა” გაიმართა. კონფერენციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პროფესორი გიორგი ხუბუა, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი ესწრებოდა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და ესპანელმა პროფესორებმა. მათ  საქართველოს ტერიტორიული მოწყობის პრობლემათა გადაწყვეტის გზებზე, ესპანეთისა და ბელგიის მოწყობის ტერიტორიაულ და სამართლებრივ მოდელებზე ისაუბრეს. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ სტუდენტები.

Print

« იხ. ყველა სიახლე