2012-08-21
ქართველი ემიგრანტი თსუ ემიგრაციის მუზეუმში
20 აგვისტოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი
მამია ზაქრაძე ესტუმრა და შვილიშვილებთან ერთად თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმი დაათვალიერა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ამ საზოგადოებაში მოვხვდი. ძალიან სასიამოვნოა პატრიოტი ემიგრანტების ფოტოებისა და მათ შესახებ დაწერილი წიგნების ნახვა. მათი ცხოვრება ძალიან საინტერესოა ეს შეხვედრა ჩემთვის ძვირფასი იყო“ , - აღნიშნა მამია ზაქრაძემ.
გერმანელების ტყვეობიდან გათავისუფლებული მამია ზაქრაძე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 5 წელი ევროპაში ცხოვრობდა, ხოლო 1950 წლის ივნისში გერმანელ მეუღლესთან და შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში, სადაც აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ სათვისტომოსთან.
ამერიკული ემიგრაციის ღირსეულმა წარმომადგენელმა სიკო სიდამონ-ერისთავმა მამია ზაქრაძე ქართული ემიგრაციის მიერ დაარსებულ კავკასიურ სახლში „ალავერდი“ მიიწვია. ამ კავკასიურ საზოგადოებაში გაწევრიანებული იყვნენ ქართველები, ჩერქეზები, ყაბარდოელები და ოსები. კავკასიური სახლის პრეზიდენტის სიკო სიდამონ-ერისთავის გარდაცვალების შემდეგ ”ალავერდის” მოვლა-პატრონობა მთლიანად მამია ზაქრაძეს დაეკისრა.
მამია ზაქრაძე ემიგრაციის შემდეგ საქართველოში პირველად 1985 წელს ჩამოვიდა. ამჯერად კი იგი სამშობლოს შვილიშვილებთან ერთად ესტუმრა.

« იხ. ყველა სიახლე