2016-04-22
ივანე ჯავახიშვილის შრომების გამოფენა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკში ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით მომზადებული ივანე ჯავახიშვილის შრომების გამოფენა გამართა.
ღონისძიებას თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, საბიბლიოთეკო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ივანე ჯავახიშვილის 140-ე წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თსუ ღონისძიებათა მთელს ციკლს გეგმავს და ერთ-ერთი ასეთი ღონისძიებაა ივანე ჯავახიშვილის შრომების გამოფენა. ჩვენი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობაში გაიხსნა ახალი საგამოფენო სივრცე, სადაც პირველ ექსპოზიციას სწორედ ივანე ჯავახიშვილის შრომები წარმოადგენს“,- განაცხადა თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ.
ღონისძიებაზე ივანე ჯავახიშვილის შრომების კატალოგის და ენციკლოპედიური ლექსიკონის წარდგინება გაიმართა.
„განვაახლეთ 10 წლის წინ გამოსული ივანე ჯავახიშვილის ლექსიკონის გამოცემა, ასევე ერთი ნაშრომი, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში ჰქონდა შექმნილი ივანე ჯავახიშვილს და იყო რუსულ ენაზე. ეს გამოცემები ხელმისაწვდომი იქნება მკითხველთა ფართო წრისათვის“,-აღნიშნა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ივანე ჯავახიშვილის ავტორობით გამოცემული ყველა წიგნი და მრავალტომეული გამოცემა, ასევე ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიები და პუბლიკაციები. ყველაზე ძველი გამოცემა 1899 წლით თარიღდება და წარმოადგენს ტექსტის ,,სიბრძნე ბალავარისა“, რუსულ თარგმანს. 1900 წლის ჟურნალ ,,მოამბეში“ დაბეჭდილი ნაშრომისათვის კი ,,ანდრია მოციქულისა და წმ. ნინოს მოღვაწეობა საქართველოში“ პეტერბურგის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ივანე ჯავახიშვილი ოქროს მედლით დააჯილდოვა, რაც მისი პირველი აღიარება იყო. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ექსპონატს ივანე ჯავახიშვილის ხელჩანთა წარმოადგენს, რომელიც მისმა შთამომავლებმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადასცა.
ექსპოზიცია 1899-2012 წლებში გამოქვეყნებული ივანე ჯავახიშვილის შრომების სრული სახით წარმოდგენის პირველი მცდელობაა.
თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით „ეს წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უნივერიტეტისთვის. მისი დამფუძნებელი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე და დიდი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი 140 წლის გახდებოდა. ამასთან დაკავშირებით წლევანდელი წელი ივანე ჯავახიშვილის წლად არის გამოცხადებული და არაერთი ღონისძიება იმართება. ერთ-ერთი მათგანი არის წიგნებისა და ნაშრომების გამოფენა, რომლის ავტორი და რედაქტორი ივანე ჯავახიშვილია. ეს არის პირველი მცდელობა იმისა, რომ ერთად მოვუყაროთ თავი ამ დიდი მეცნიერის უხვ სამეცნიერო შემოქმედებას“.
გამოფენით უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიხსნა სივრცე, სადაც პერიოდულად გამოიფინება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წიგნსაცავებში დაცული იშვიათი გამოცემები, მოეწყობა თემატური გამოფენები.

« იხ. ყველა სიახლე