2011-02-19

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომების I ტომის პრეზენტაცია თსუ-ში

18 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომების I ტომის პრეზენტაცია გაიმართა.  კრებული სამეცნიერო სტატიებს მოიცავს, რომელშიც   ქართველი ერის ეთნოგენეზის საკითხით დაწყებული კაპიტალიზმის ეპოქის ჩათვლით ისტორია ქრონოლოგიურად არის გადმოცემული. გამოცემაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად ახალგაზრდა მეცნიერებიც მუშაობდნენ. საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომების II ტომის გამოცემა მარტის ბოლოსათვის იგეგმება.


Print

« იხ. ყველა სიახლე