2012-05-21

სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილე თსუ-ში

21 მაისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე   მინ ჟუმ სტუდენტებისთვის და პროფესორ-მასწავლებლებისთვის  საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „გლობალური ეკონომიკა - სავალუტო ფონდის ხედვები.“
მინ ჟუმ ისაუბრა მსოფლიო ფინანსური ცვლილებების, ტენდენციების, გლობალიზაციასა და გამოწვევის შესახებ; მიმოიხილა როგორც მსოფლიო, ასევე განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის, ვაჭრობის და სავაჭრო წილის ზრდის ტენდენციები.
ღონისძიებას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე დაესწრნენ. ალექსანდრე კვიტაშვილი უნივერსიტეტის სახელით მიესალმა და მადლობა გადაუხადა სტუმარს გაწეული თანადგომისთვის.
ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ სტუდენტებთან მინ ჟუს პროფესიონალიზმზე,  მის უდიდეს თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებაზე ისაუბრა.  „დღევანდელი ლექცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა გლობალური გამოწვევის და დინამიკის შესახებ მიიღონ და გაიზიარონ პირველწყაროსგან მიწოდებული ინფორმაცია“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

Print

« იხ. ყველა სიახლე