2018-03-26
აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტმა აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გამართა. ღონისძიების მონაწილეებმა აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოხსენებები წაიკითხეს. სხდომას თსუ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელის ცირა ბარამიძის განცხადებით, ენათმეცნიერმა არნოლდ ჩიქობავამ ქართველურ-კავკასიოლოგიურ სკოლას ჩაუყარა საფუძველი. „არნოლდ ჩიქობავა არის დიდი ენათმეცნიერი, თეორეტიკოსი. ის არის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულის ავტორი და ფუძემდებელი. დღევანდელი ღონისძიებები სწორედ მისი დაბადებიდან 120-ე წლისთავს ეძღვნება. ეს საიუბილეო წელია, ამ წელს დაგეგმილია ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება. მათ შორის, საერთაშორისო, საენათმეცნიერო სიმპოზიუმი შემოდგომაზე,“ - აღნიშნა ცირა ბარამიძემ.
თსუ ასოცირებული პროფესორის მერაბ ჩუხუას თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ენათმეცნიერების ინსტიტუტმა მოახერხეს არნოლდ ჩიქობავას სამეცნიერო მემკვიდრეობის თითქმის ბოლომდე გამოცემა. „არნოლდ ჩიქობავა არ იყო მხოლოდ ქართველური და კავკასიური მასშტაბის ლინგვისტი. ის არის მსოფლიო მეცნიერების ერთ-ერთი კორიფე, რომელმაც მეოცე საუკუნის ლინგვისტიკაში ახალი პარადიგმა შექმნა. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის მისი ყველაზე დიდი დამსახურება,“ - აღნიშნა თსუ პროფესორმა.
საიუბილეო სხდომის ფარგლებში, მოეწყო არნოლდ ჩიქობავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა და არნოლდ ჩიქობავას შრომებისა და საერთაშორისო სამეცნიერო სამენოვანი ჟურნალის „კავკასიოლოგიური ძიებანის“ პრეზენტაცია. მოეწყო დოკუმენტური ფილმის "აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა“ ჩვენება.

« იხ. ყველა სიახლე