2016-04-06
ტიერი ბერიშვილის წერილი თსუ რექტორს
![](/data/image_db_innova/PR/12940969_1176546035688895_104585420_o.jpg)
„პირადად მე ძალიან დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რაც არც ერთ რექტორს არ გაუკეთებია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, უკვე 25 წელია, ვგულისხმობ კვლევას და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მნიშვნელობის ხაზგასმისთვის. „პირველი რესპუბლიკის“ აუდიტორიის ინაუგურაციით, „პირველი რესპუბლიკის“ მუზეუმის შექმნით თსუ ბიბლიოთეკაში, დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი, „პირველი რესპუბლიკის კვლევითი ცენტრის“ შექმნის გადაწყვეტილებით, თქვენ გამოაჩინეთ თქვენი ნათელი ხედვა ჩვენი ერის მომავლისთვის,“- ნათქვამია წერილში.
წერილში ტიერი ბერიშვილი გამოთქვამს იმედს, რომ თსუ შემდგომი რექტორები გააგრძელებენ ვლადიმერ პაპავას ინიციატივას და ხელს შეუწყობენ პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევას.
ასოციაციის „გაუმარჯოს საქართველოს" თავმჯდომარემ, საფრანგეთის მოქალაქემ ტიერი ბერიშვილმა თსუ ბიბლიოთეკაში არსებულ პირველი რესპუბლიკის აუდიტორიას 1918-1921 წლების საქართველოს საარქივო მასალები გადასცა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის 2015 წელს ტიერი ბერიშვილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი გადაეცა.
« იხ. ყველა სიახლე