ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-03-11

საპროტესტო აქცია თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ნაწილის მიერ გამართული აქციის ფონზე სენატის (წარმომადგენლობითი საბჭოს) სხდომა ჩაიშალა. სენატს უნდა განეხილა და კენჭი ეყარა თსუ აკადემიური საბჭოს მიერ კანცლერობისთვის შერჩეული გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურისთვის. სენატის სხდომის ჩაშლის შემდეგ სენატის წარმომადგენლებმა აქციის წევრებს შესთავაზეს სამუშაო შეხვედრის გამართვა ორშაბათს, 14 მარტს, 17.00 საათზე, რომელშიც სენატის წევრები, აქციის მონაწილე სტუდენტები და კანცლერობის კანდიდატი მიიღებენ მონაწილეობას. ხოლო სამშაბათს, 15 მარტს, 17.00 საათზე სენატის წევრების, სტუდენტური თვითმმართველობის წევრების და კანცლერობის კანდიდატის სამუშაო შეხვედრა შედგება. ამ ორი შეხვედრის შემდეგ გაირკვევა სენატის სხდომის თარიღი.

Print

« იხ. ყველა სიახლე