2013-09-02
კავკასიის მე–3 საერთაშორისო სიმპოზიუმი პოლიმერებსა და მოწინავე მასალებში
![](/data/image_db_innova/PR/polimerebi.jpg)
„კავკასიის საერთაშორისო სიმპოზიუმი 2007 წლიდან ტარდება. კონფერენციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აფინანსებს. მისი მიზანია, ახალგაზრდა თაობამ კავშირები დაამყაროს უცხოელ მეცნიერებთან და ასევე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ვაჩვენოთ თუ რა კეთდება საქართველოში, რაც თავისმხრივ, დასაბამს მისცემს ერთობლივ გრანტებს, ერთობლივ სამუშაოებსა და ერთობლივ რეგულაციებს მეცნიერების დარგში. დღეისთვის საქართველოში დიდი პოტენციალი არსებობს ამ მიმართულებით და ასეთი კავშირები ძალიან გამოგვადგება“, - განაცხადა თსუ პროფესორმა ომარ მუკბანიანმა.
სიმპოზიუმი მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ქართული და კავკასიური სამეცნიერო ჯგუფების ინოვაციური სამეცნიერო კვლევების წარმატებით გაცნობას შეუწყობს ხელს. შედეგად, ამას მოყვება პოლიმერული მეცნიერების განვითარება და იმ პრობლემების მოგვარებას დაეხმარება, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოს წინაშე დგას. კონფერენცია საფუძველს ჩაუყრის ახალ საერთაშორისო კავშირებს და ერთობლივ კვლევებს. სიმპოზიუმი 4 სექტემბრამდე გასტანს.
« იხ. ყველა სიახლე