2016-03-30
საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარის წარდგენა იტალიის პარლამენტში
30 მარტს,
ნეაპოლის მეორე უნივერსიტეტის „ჟან მონეს“ პოლიტიკურ მეცნიერებათა
დეპარტამენტისა და მილან-ბიკოკას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ქ.
რომში, იტალიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის ალდო მოროს დარბაზში,
გაიმართა საქართველოს შრომის კოდექსის ინგლისურენოვანი კომენტარის
წარდგენა, რომელიც ნეაპოლის მეორე უნივერსიტეტის „ჟან მონეს“ პოლიტიკურ
მეცნიერებათა დეპარტამენტისა და თსუ იურიდიული ფაკულტეტის თანამშრომლობის
ფარგლებში მომზადდა და გამოიცა.
აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ქ. რომში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი ბურდული, და პროექტის კოორდინატორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, კერძო სამართლის მიმართულების ასისტენტი, გიორგი ამირანაშვილი.
პრეზენტაციის მსვლელობისას, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს:ნეაპოლის მეორე უნივერსიტეტის პროფესორმა, იტალიის პარლამენტის დეპუტატმა და იტალიის კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული საქმიანობისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილემ, ანტიმო ცეზარომ; ნეაპოლის მეორე უნივერსიტეტის „ჟან მონეს“ პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის დირექტორმა, პროფესორმა ჟან მარია პიჩინელიმ, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი ბურდულმა; მილან-ბიკოკას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და წიგნის ერთ-ერთმა თანაავტორმა, ტიციანა ვეტორიმ; და ნეაპოლის მეორე უნივერსიტეტის ჟან მონეს სახელობის პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის შედარებითი კერძო სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ასისტენტმა პროფესორმა, წიგნის რედაქტორმა და თანაავტორმა, ანდრეა ბორონიმ.
ღონისძიებას იტალიის აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

« იხ. ყველა სიახლე