ცნობილ მეცნიერს,
სამსონ შათაშვილს 4 სექტემბერს
ივანე ჯავახიშვილის მედლი გადაეცა. ქართველ მეცნიერს მედალი თსუ აკადემიური საბჭოს დადგენილებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში (სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა საზღვარგარეთ, უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარება, ახალგაზრდების სამეცნიერო-პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება) შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა.
სამსონ შათაშვილის ინიციატივით ტრინიტი კოლეჯსა (დუბლინი) და თსუ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში შესაძლებელია თსუ ბაკალავრიატის სტუდენტების ტრანსფერი ტრინიტი კოლეჯში სწავლის გასარძელებლად ფიზიკის და მათემატიკის მიმართულებით.
სამსონ შათაშვილი ტრინიტის კოლეჯის (დუბლინი) ნატურ-ფილოსოფიის საუნივერსიტეტო კათედრის გამგე (1847), ჰამილტონის მათემატიკის ინსტიტუტის (დუბლინი) დირექტორი, IHÈS (საფრანგეთი) გელფანდის სახელობის კათედრის გამგე, სტონი ბრუკის (აშშ) საიმონსის გეომეტრიისა და ფიზიკის ცენტრის პროფესორია.