2018-05-10

საჯარო ლექცია - „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტში გაიმართა მისიის ხელმძღვანელის მოადგილის ქეით ფიერონის საჯარო ლექცია.

ღონისძიება გაიხსნა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის ნინო ლაპიაშვილის მოხსენებით, რომელიც გაგრძელდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილის საჯარო ლექციით თემაზე - „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში.“

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო INOTLES ტემპუსის პროექტის ფარგლებში გამოცემული პუბლიკაციებისა და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ორენოვანი ქართული ჟურნალის ახალი ნომრის პრეზენტაციას, რის შემდეგაც ქეით ფიერონმა სერტიფიკატებით დააჯილდოვა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის მაგისტრატურის მე-9 ნაკადის კურსდამთავრებულები.

ღონისძიება მიეძღვნა თსუ-ის 100 წლის იუბილესა და ევროპის დღეებს.

Print

« იხ. ყველა სიახლე