ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები
გიორგი მეშველიანი და
სიმონ ინვია, აგრეთვე „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტები
გიორგი გაბარაშვილი და
დიმიტრი ცხოვრებაძე მონაწილეობას მიიღებენ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, დუბაი მოლში
DP World-ის გამოფენაზე. საერთაშორისო ტექნოლოგიურ გამოფენაზე, რომელიც 24 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე გაიმართება, სტუდენტები წარადგენენ ერთობლივ გამოგონებას - ინტერაქტიულ ხელთათმანს. ვირტუალური ხელთათმანის მეშვეობით შესაძლებელი ხდება ვირტუალურ რეალობაში ვირტუალური ობიექტების მართვა და შეგრძნება. გამოფენაზე სტუდენტებს პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ.
სტუდენტებმა, სხვა გამოგონებებთან ერთად, ინტერაქტიული ხელთათმანი 10-17 ნოემბერს თბილისში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულზეც წარმოადგინეს.
დუბაი მოლში DP World-ის გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან გამომგონებლები წარმოადგენენ ინოვაციურ პროექტებს.