2009-07-14

16 ივლისს 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალი პროცედურის შესახებ ლექცია ჩატარდება. ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ლექციას ადამიანის საერთაშორისო უფლებების დამცველი ორგანიზაცია “ინტერრაითს”-ის იურისტები წარუძღვებიან.

ლექცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალი პროცედურის შესახებ
თბილისის სახელმწიფო უნივერისიტეტი
16 ივლისი, 15:00
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტი
ლექციას წარუძღვებიან ინგლისური საფუძვლის მქონე, ადამიანის საერთაშორისო უფლებების დამცველი ორგანიზაცია ინტერრაითს-ის იურისტები. ლექცია ორგანიზებულია ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების მიერ. ეს არის ადამიანის უფლებათა დამცველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, იგი ახორციელებს პროგრამას, რომელიც შეეხება შავი ზღვის რეგიონში არსებულ მიგრაციას წარმომშობ, გადამყვან და დანიშნულების ქვეყნებს შორის. პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ.
ინტერრაითსის შესახებ
ინტერრაითსი იცავს და ხელს უწყობს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მსოფლიოში გავრცელებას საერთაშორისო და შედარებითი სამართლის გამოყენებით. ინტერრაითსი მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებას იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დაერღვათ აღნიშნული უფლებები.
ორგანიზაცია უზრუნველყოფს ექსპერტიზას და რჩევებს, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ადამიანის უფლებათა ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო მნიშვნელობის დარღვევებს. ისინი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მუშაობენ ადგილობრივ იურისტებთან, მოსამართლეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ადამიანის უფლებათა ეფექტური დაცვის გაძლიერების მიზნით, როგორც ნაციონალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ინტერრაითსი ახორციელებს თავისი მკაცრი სტილის ტრეინინგის პროგრამას, რომელიც მოიცავს ე.წ. სასწრაფო დახმარების აღმოჩენას მოდავე მხარეებისთვის, ორგანიზაცია ასევე ყურადღებას აქცევს საერთაშორისო პროგრამების განვითარებას აღნიშნული კუთხით.
ინტერრაითსი მხარს უჭერს ადამიანის უფლებების ნაციონალური და რეგიონალური სტანდარტების განვითარებას. ინტერრაითსი კონსულტაციებს იღებს და აქტიურად თანამშრომლობს გაერთიანებული ერების ეკონომიკურ და სოციალურ
საბჭოსთან, ევროსაბჭოსთან, აფრიკის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიასთან. იგი აკრედიტირებულია როგორც თანამეგობრობა და ავტორიზებულია წარმოადგინოს გაერთიანებული საჩივრები ევროპის სოციალური ქარტიის მიხედვით.
ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება
თაყაიშვილის ქუჩა 4ა,
თბილისი, საქართველო.
ტელ: 23 14 64
ელ-ფოსტა: phds@phds.ge
www.phds.ge
Lancaster House 33 Islington High Street London N1 9LH, UK Tel: +44 (0)20 7278 3230 Fax: +44 (0)20 7278 4334 Email: ir@interights.org www.interights.org
Print

« იხ. ყველა სიახლე