2009-02-20

სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა.

სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა.
სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა. სახელმწიფო მინისტრი პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. ძირითადი აქცენტები ფინანსურ კრიზისზე, რუსეთის აგრესიასა და საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებზე გაკეთდა. სახელმწიფო მინისტრის თქმით, ქვეყნისთვის ამ მძიმე პერიოდში სტუდენტების მოსაზრებებისა და შეხედულებების მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრის მიზანი ახალგაზრდების ქვეყნის პოლიტიკურ სიტუაციაში გათვითცნობიერება იყო. სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გია ხუბუას განცხადებით კი, ქართული პოლიტიკის საზოგადოებასთან კონტაქტი, როცა ქვეყანა ასეთი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, აუცილებლობას წარმოადგენს.
Print

« იხ. ყველა სიახლე