2012-07-12
„სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები და ქართულ-ჩერქეზული ეკო-კულტურული გარემო“
12 ივლისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო სიპოზიუმი „სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები და ქართულ-ჩერქეზული ეკო-კულტურული გარემო“.
როგორც თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა აღნიშნა, „თსუ ყოველთვის მხარს უჭერდა ჩრდილოკავკასიელი ხალხების ტრადიციების შენარჩუნებას. ამის ერთ-ერთი ძლიერი ცენტრი იყო თსუ. ამ სიმპოზიუმითაც დასტურდება, რომ საქართველო არის დიდი კავკასიური სახლის გამაერთიანებელი.“
ღონისძიების ორგანიზატორის, ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორის, თსუ პროფესორის მერაბ ჩუხუას განცხადებით, „2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლად რუსეთის ფედერაციის ქალაქი სოჭი დასახელდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გახდა ერთგვარი კატალიზატორი მთელ მსოფლიოში მიმოფანტული ჩერქეზული დიასპორებისათვის. ოლიმპიური თამაშების ჩატარებას იმ ადგილებში გეგმავენ, სადაც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩერქეზთა გენოციდი და მასობრივი იძულებითი დეპორტაცია განხორციელდა; ამ ადგილებში მრავლად ფიქსირდება გენოციდის მსხვერპლთა საფლავები და მნიშვნელოვანი არქეოლოგიური თუ კულტურული ძეგლები. მდგომარეობას ართულებს ის ფაქტიც, რომ ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა სრულიად უგულებელყო ოლიმპიადის ჩერქეზული ეთნიკური ფაქტორი ოლიმპიადის სიმბოლიკის დონეზეც კი. სოჭში ჩატარებულ ავტოქტონურ ხალხთა კონგრესზე ჩერქეზი ერის არცერთი წარმომადგენელი არ მიიწვიეს. რუსეთის ფედერაციაში ანტიოლიმპიური მოძრაობა ტაბუდადებულია.“
ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა ალი ბერტგეზოვმა სოჭის ოლიმპიადაზე ჩერქეზი ხალხის კანონიერი მოთხოვნების დაფიქსირებას მოითხოვა: „ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ სხვადასხვა მოსაზრება ამ თემაზე, განვიხილოთ, თუ როგორ აისახება ეს ოლიმპიადა ჩერქეზ ხალხზე“
„სიმპოზიუმი კავკასიური სოლიდარობის კიდევ ერთი დადასტურებაა. რუსეთის ხელისუფლებამ ჩეჩნების სამართლიანი მოთხოვნები უგულებელყო. ამავე დროს, ჩვენ ერთობლივი ძალით საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობას მივაწვდით მძლავრ აზრს იმისათვის, რომ მოახდინოს რუსეთზე ზეწოლა, რათა საქართველოს ბუნების განადგურების ვანდალური ქმედებები აღიკვეთოს“- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა.
სოჭის ოლიმპიადისთვის მზადებამ და წინასწარი სამშენებლო სამუშაოების წარმოებამ უკვე მიაყენა საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებული ნაწილის (აფხაზეთის) ეკოსისტემას გამოუსწორებელი ზიანი. ინტენსიურად მიმდინარეობს აფხაზეთის სანაპიროს მდინარეებიდან მნიშვნელოვანი რაოდენობით ინერტული სამშენებლო მასალების ამოღება (საჭირო რაოდენობა 100 მლნ. ტონას აჭარბებს). ამგვარი ქმედება გამოიწვევს სერიოზულ ნეგატიურ ეკოლოგიურ რყევებს. რასაც ემატება შემდეგი სამწუხარო რეალობა, რომ 90-იანი წლებიდან დასახელებულ ტერიტორიაზე აღარ ტარდება ნაპირდაცვითი ღონისძიებები და გაღრმავებულია სანაპირო ზოლის დესტაბილიზაციის პროცესი. ფაქტია, რუსეთი უხეშად არღვევს ოლიმპიური ქარტიის I თავის (ოლიმპიური მოძრაობა და მისი საქმიანობა) მე-2 ქვეთავის (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ამოცანები და როლი) მე-13 პუნქტს, რომელშიც ცალსახადაა დაფიქსირებული, რომ „წახალისებული და მხარდაჭერილი იქნას პასუხისმგებლობა და ზრუნვა გარემოს დაცვისადმი, სპორტის განვითარებისას უზრუნველყოფილი იქნეს ეკოლოგიური პრინციპების დაცვა და ოლიმპიური თამაშების ჩატარება ეკოლოგიის მოთხოვნათა შესაბამისად“.
სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს: საერთაშორისო ჩერქეზული საბჭოს თავმჯდომარემ იად იაღარიმ (აშშ), ყაბარდო-ბალყარეთის საზოგადოებრივი მოძრაობა „ხასე“-ს თავმჯდომარემ იბრაჰიმ იაგანოვმა, ჩერქეზ ქალბატონთა საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარემ ჯინა ჰაბუქმა (აშშ), თურქეთის სოციალური პასუხისმგებლობის კორპორატიული ასოციაციის ხელმძღვანელმა სერდარ დინლერიმ (თურქეთი), ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორმა ვიტოლდ როდკიევიჩმა (პოლონეთი).
ღონისძიება დაფინანსდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2012 წლის საკონფერენციო გრანტით. სიმპოზიუმის ორგანიზატორები არიან თსუ და ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი. სიმპოზიუმი 13 ივლისს დაიხურება.

« იხ. ყველა სიახლე