2014-03-13
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა თსუ სტუდენტებთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და მათთვის საინტერესო თემებზე - საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ პრინციპებზე, ახალი ხელისუფლების მიღწევებზე, გასატარებელ რეფორმებზე ისაუბრა.
შეხვედრის დასაწყისში თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა მიესალმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და აღნიშნა, რომ „საქართველოს პრემიერი ჯერ კიდევ 9 წლის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, წარმატებული, სწრაფი კარიერული წინსვლა ჰქონდა. ახალგაზრდობისთვის ეს მაგალითი - წარმატებული სწავლისა და წარმატებული საქმიანობის შედეგად, არანაკლები კარიერული წარმატების მიღწევა - სერიოზული იმედის მიმცემია.“
„სულ ცოტა ხნის წინ მეც ამ კედლებში ვსწავლობდი და, უნდა გამოგიტყდეთ, ცოტა ვღელავ კიდეც. სტუდენტები საზოგადოებრივად ყველაზე აქტიური ხალხი ხართ და სამართლიანობის განცდა, ინტერესი, კრიტიკული აზროვნება, უკომპრომისობა ყველაზე მეტად სწორედ თქვენ გახასიათებთ, სტუდენტებს. მეც ეს უნივერსიტეტი დავამთავრე და აქ მოსვლას ჩემთვის ორმაგი და ემოციური დატვირთვა აქვს. საუკეთესო წლები ამ შენობაში გავატარე. ჩემი მიზანი იყო ჩემს უნივერსიტეტში მოვსულიყავი და თქვენთვის პირველებისთვის მეთქვა სიახლეებზე განათლების სფეროში,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ხელისუფლების განათლების პოლიტიკაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანას თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი მთელი თაობა სჭირდება, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება მსოფლიო ბაზარზე: „ჩვენ ვეძებთ გზებს, რომ თქვენ, ჩვენმა ახალგაზრდებმა შეძლოთ ასეთი განათლების მიღება. ერთი მხრივ, საქართველოში ამაღლდეს განათლების ხელმისაწვდომობა და ხარისხი, მეორე მხრივ კი, წახვიდეთ საზღვარგარეთ, ისწავლოთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება საქართველოს განვითარებას მოახმაროთ.“
შეხვედრაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თსუ სტუდენტებს განათლების სფეროში განსახორციელებელი სამი ახალი ინიციატივა გააცნო: საერთაშორისო განათლების ცენტრის შექმნა, სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლების მშენებლობა და წარჩინებულ სტუდენტთა სახელმწიფო სექტორში სტაჟირება. „ცენტრი განახორციელებს იმ პროექტებს, რომელთაც აქამდე განათლების სამინისტრო ახორციელებდა - სახელმწიფო დააფინანსებს საზღვარგარეთ პროფესიული ცოდნის ამაღლების მსურველებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლისთვის. პირველ რიგში დაფინანასდება ის მიმართულებები, რომლის დეფიციტიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია. იმისათვის, რომ განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს, ჩვენ გადავწყვიტეთ, ავაშენოთ სტუდენტთა საცხოვრებელი რეგიონებიდან ჩამოსული სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის. საერთო საცხოვრებელი აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარით და შეიქმნება ყველა აუცილებელი პირობა, რათა სტუდენტებს საკუთარი ნიჭის რეალიზაციის საშუალება ჰქონდეთ. არცერთ მშობელს აღარ უნდა ეშინოდეს, რომ მის შვილს განათლების პერსპექტივა არ ექნება. კიდევ ერთი სიახლე - წარჩინებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ 6 თვის განმავლობაში იმუშაონ სახელმწიფო სტრუქტურებში. სტაჟიორების აყვანა მოხდება აკადემიური მოსწრებისა და რიგითობის მიხედვით. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ სტაჟიორი მიიღებს სათანადო სერტიფიკატს,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თსუ სტუდენტებს პრემიერის ფეისბუკის გვერდზე აქტიურობისკენ მოუწოდა-სპეციალური აპლიკაცია „ახალი თაობის იდეა პრემიერს“ ახალგაზრდობას პრემიერთან კომუნიკაციის მოხერხებულ საშუალებას სთავაზობს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თსუ სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხა. კითხვების უმრავლესობა დოქტორანტურისა და პოსტდოქტორანტურის დაფინანსებას, ახალგაზრდა მკვლევარ-მეცნიერთა საქმიანობის ხელის შეწყობას, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების შენარჩუნება-განვითარებას, საყდრისის მაღაროს, ხუდონჰესის, კაზრეთის პრობლემებს, პრემიერის ამერიკის სეერთებულ შტატებში ვიზიტს და საგარეო-ეკონომიკურ პერსპექტივებს შეეხო.
შეხვედრის ბოლოს თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ განაცხადა, რომ „პრემიერმა აჩვენა რომ ის არის ღია, ის არ უფრთხის არცერთ რთულ კითხვას; ასევე აჩვენა, რომ ის არის ჩვეულებრივი ადამიანი და მას შეიძლება ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი არ ჰქონდეს. სწორედ ეს არის პლუსი, რომ ადამიანებმა დაინახონ, რომ დღეს ქვეყანაში მთავრობას ხელმძღვანელობს პირი, რომელიც არის უშუალო, დაახლოებული სტუდენტებთან.“ თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედალი გადასცა.

« იხ. ყველა სიახლე