2009-02-09
9 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაარსების დღე უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენით, 50-მდე დასახელების წიგნისა და ჰიმნის პრეზენტაციით აღნიშნა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს უნივერსიტეტის დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. სასწავლებლის ფოიეში იგოეთთან, გრაკლიან გორაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უნიკლური ნივთების ექსპოზიცია და ამ გათხრების ამსახველი ფოტო-გამოფენა გაიმართა. ასევე მოეწყო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოცემული 50-მდე სხვადასხვა სახის წიგნის, სასწავლო თუ სამეცნიერო ლიტერატურის, გამოფენა და ლილიკო ნემსაძის ჰიმნის პრეზენტაცია, რომელიც კომპოზიტორმა უნივერსიტეტის იუბილესმიუძღვნა. საიუბილეო ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი გია ხუბუა, პარლამენტარები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. მანამდე, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ სასწავლებლის პანთეონში დაკრძალული ცნობილი პიროვნებების საფლავები ყვავილებით შეამკო. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, გასული წლის ზაფხულში იგოეთთან, სადაც შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაწილები იდგნენ, პროფესორ ვხტანგ ლიჩელის ხელმძღვანელობით ჩატარდა არეოლოგიური გათხრები, რომლის დროსაც შუმერულ კულტურასთან დაკავშირებული მე-8-4 საუკუნეების საბეჭდავები, საყოფაცხოვრებო დანიშნულების და მოხმარების საგნები, სამარხები, მე-5-4 საუკუნეების სატაძრო კომპლექსის ნაშთები იქნა აღმოჩენილი.
« იხ. ყველა სიახლე