10 აპრილს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტ „თსუ-დესპანის“ საზეიმო დახურვა. ღონისძიებას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი დაესწრო.
თსუ საბავშვო უნივერსიტეტის პროექტის „თსუ-დესპანის“ ფარგლებში თსუ 120 სტუდენტი არდადეგების დროს სტუმრობდნენ იმ სკოლას, რომელიც თავად დაამთავრეს. სტუდენტები ქვეყნის მასშტაბით 29 რაიონის 108 სკოლას ეწვივნენ. სკოლებში ასეთი ვიზიტის დროს სტუდენტები სკოლის მოსწავლეებს აწვდიდნენ ინფორმაციას ზოგადად თსუ-ის და საკუთარი ფაკულტეტის შესახებ, უზიარებდნენ უნივერსიტეტში სწავლის გამოცდილებას, უამბობდნენ მომავალი პროფესიის შესახებ.