2014-01-10
აკადემიკოსი ივანე ბერიტაშვილი - 129
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოების და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ორგანიზებით აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადების 129 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას თქმით, „არსებობს რამდენიმე ადამიანი, რომელიც უნივერსიტეტის სიმბოლოა. ერთ-ერთი ასეთი პიროვნება ივანე ბერიტაშვილია - საერთაშორისო მასშტაბის დიდი მეცნიერი, ქართული ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი. დღეს დედაუნივერსიტეტი მის ღვაწლს პატივს სამეცნიერო სხდომით მიაგებს.“
„ტრადიციულად, ყოველი წლის 10 იანვარს, ივანე ბერიტაშვილის დაბადების დღეს მისი მოსწავლეები - საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოება ვიკრიბებით და პატივს მივაგებთ მის ხსოვნას. ბერიტაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიაზე, წაიკითხავენ სამეცნიერო მოხსენებებს, რომელშიც თანამედროვე ფიზიოლოგიის მიღწევებზე იქნება საუბარი,“ - აღნიშნა ივანე ბერიტაშვილის სახელობის ბიომედიცინის ცენტრის ლაბორატორიის გამგემ მერაბ ცაგარელმა.

« იხ. ყველა სიახლე