2018-05-24

სტუდენტური ესეების კონკურსის - "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა" გამარჯვებულების დაჯილდოება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით გამოცხადებული სტუდენტური ესეების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს.

სტუდენტური ესეების კონკურსი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) საგარეო პოლიტიკის თემატიკაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.

კონკურსში მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების სამივე საფეხურის სტუდენტები. საკონკურსო კომისიამ, 3 საუკეთესო ესე შეარჩია, რომლებიც გამოქვეყნდება საგარეო საქმეთა სამინსიტროსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის და პარტნიორი მედია საშუელებების ვებგვერდებზე.


Print

« იხ. ყველა სიახლე