ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-08-16

ალექსანდრე კვიტაშვილი ივანე ჯავახიშვილის მედლით დაჯილდოვდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ალექსანდრე კვიტაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით დააჯილდოვა.
ალექსანდრე კვიტაშვილს მედალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცებასა და საზღვარგარეთ საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისათვის, უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობასა და ახალგაზრდების სამეცნიერო–პრაქტიკული უნარ–ჩვევების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცა.  
დაჯილდოების შესახებ დადგენილება აკადემიურმა საბჭომ 9 აგვისტოს მიიღო. 

Print

« იხ. ყველა სიახლე