2019-02-07
ტრენინგი - „როგორ დავწეროთ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიში“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი - „როგორ დავწეროთ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიში“. ტრენინგში მონაწილეობდნენ თსუ ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები. ასევე, იმ პროგრამის ხელმძღვანელები და განმახორციელებელი პერსონალი, რომელთა წარდგენასაც დაწესებულება უახლოეს მომავალში სააკრედიტაციოდ გეგმავს.
ტრენინგზე დეტალურად იქნა განხილული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის ფორმა და სტანდარტები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პასუხები მიეღოთ ყველა მათთვის საინტერესო შეკითხვაზე.

« იხ. ყველა სიახლე