2012-06-08
საერთაშორისო კონფერენცია "ეფექტური მმართველობა შავიზღვისპირა აუზის ქვეყნებში"
8 ივნისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია "ეფექტური მართველობა შავიზღვისპირა აუზის ქვეყნებში."
კონფერენცია თსუ რექტორის მოადგილემ ლევან ალექსიძემ გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა, დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ევროკავშირის და შავიზღვისპირა აუზის ქვეყნებიდან, ასევე მთავრობის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.
„საქართველო ბოლო წლების განმავლობაში წარმოადგენს ძალიან მიმზიდველ მოდელს ჩვენი მეზობლებისთვის. დღვანდელ კონფერენციაზე გაიმართა დისკუსია - როგორ უნდა განვითარდეს მომავალში სახელწიფო სტრუქტურები, იმისათვის რომ იყოს დამყარებული ეფექტურ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და აგრეთვე როგორ უნდა შეიქმნას მიმზიდველი ეკონომიკური განვითარების მოდელი“- აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ თორნიკე გორდაძემ.
„კონფერენციის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს შავიზღვისპირა ქვეყნების და სამხრეთ კავკასიის დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტების გაძლიერებას, ეფექტური მმართველობის წარმატებული მეთოდების ერთმანეთისთვის გაცნობას და დემოკრატიული კულტურის ევროპული გამოცდილების გაზიარებას“- განაცხადა თსუ პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ.
კონფერენცია თსუ-ს, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ვენის პარლამენტარიზმისა და დემოკრატიის ინსტიტუტის ორგანიზებით; აგრეთვე, თბილისისა და ვენის მერიების ორგანიზებით გაიმართა.

|
|
« იხ. ყველა სიახლე