2010-05-21

"ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი – საქართველო"

21-24 მაისს თბილისში გაიმართება "ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი – საქართველოს" მეოთხე ეროვნული შერჩევითი კონფერენცია, რომელიც ოფიციალურად გაიხსნება შავი ზღვის უნივერსიტეტში 22 მაისს 10:30 საათზე. კონფერენციაში თსუ-დან 60-მდე სტუდენტი, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით 120 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. კონფერენცია საქართველოს პარლამენტში 24 მაისს 10:30 საათზე დაიხურება, რომელსაც მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი საფრანგეთში 1987 წელს დაარსდა, რომელიც მთელი ევროპის ახალგაზრდებს აკავშირებს და საშუალებას აძლევს აქტიურად ჩაერთონ ევროპის მომავლის მშენებლობაში, მიიღონ პოზიტიური გამოცდილება, გაიზიარონ განსხვავებული ეროვნებისა და კულტურის ახალგაზრდების მოსაზრებები და ერთობლივად იღვაწონ საერთო კეთილდღეობისთვის.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე