2010-03-10
ქართველი ათლეტების ტრიუმფი მსოფლიო ჩემპიონატზე
10 ოქროს, ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი – საქართველოს ნაკრები ათლეტიზმში სამშობლოში ტრიუმფით დაბრუნდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის წევრებით დაკომპლექტებულმა საქართველოს ნაკრებმა 20 თებერვალს ნიუ–ჯერსის შტატის ქ. ბორდენთაუნში გამართულ ათლეტიზმის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვება მოიპოვა.
ჩემპიონატის მიმდინარეობისას უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა ლევან ციციშვილმა (90 კგ) ორი რეკორდი დაამყარა. ოუნიორებს შორის წოლჭიმში და ბიცეპსებით წონის აწევაში (97,5). მან მსოფლიო რეკორდი 20 კგ–ით გააუმჯობესა.
ვეტერანთა შორის ოქროს მედალი მოიპოვა ნაკრების მწვრთნელმა ზურაბ ჭავჭანიძემ (ზემძიმე წონა). ამასთან ერთად ზურაბ ჭავჭანიძე დასახელდა 2010 წლის საუკეთესო მწვრთნელად.
ქ. ბორდენთაუნში მორიგი ოქროს მედალი მოიპოვა ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა და მსოფლიოს თასის მფლობელმა ათლეტიზმში ნიკოლოზ ვეფხვაძემ.
წონითი კატეგორიების მიხედვით პირველ ადგილებზე გავიდნენ: გელა გელაშვილი (100 კგ. ბიცეპსებით), თეიმურაზ ლუტიძე ( 110 კგ. წოლჭიმში), ავთანდილ მამალაძე (125 კგ. წლოჭიმში), გერონტი ჯმუხაძე (ზემძიმე. ბიცეპსებით). ზემძიმე წონაში სამივე სინჯი მედალი წოლჭიმში ჩვენმა სპორტსმენებმა აიღეს. 1. რამაზ თარაშვილი, 2. გერონტი ჯმუხაძე, 3. ნიკოლოზ სარალიძე.
მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ქართველ ათლეტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა შეხვდა. რექტორის დავალებით გამარჯვებული გუნდისთვის სავარჯიშოდ თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტში ახლადაღჭურვილი დარბაზი გაიხსნება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა სიახლე