2013-02-20

„ქალთა საერთაშორისო ასოციაციის“ შეხვედრა თსუ-ში

20 თებერვალს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში IWA –ს („ქალთა საერთაშორისო ასოციაცია“) წევრთა  შეხვედრა გაიმართა. ასოციაციის წევრები საქართველოში აკრედიტებული ელჩების მეუღლეები, საელჩოებსა და  საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე ქალბატონები არიან.
„ქალთა საერთაშორისო ასოციაცია“ საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ქალბატონებს ჩვენი ქვეყნის გაცნობასა და ადაპტაციაში ეხმარება. ამავე დროს, ასოციაცია ჩართულია სხვადასხვა სოციალურ პროექტში: ეწყობა საქველმოქმედო ღონისძიებები, აუქციონები, ბაზრობები. შემოსული თანხა მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების, მოხუცთა თავშესაფარებისა და სხვა სახის დახმარებისთვის იხარჯება.
თსუ ლექსიკოგრაფიის ცენტრის ხელმძღვანელმა თინათინ მარგალიტაძემ „ქალთა საერთაშორისო ასოციაციის“ წევრებს უნივერსიტეტის ისტორია და დღევანდელობა, თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრის საქმიანობა გააცნო; ასოციაციის წევრებმა დაათვალიერეს თსუ ბიბლიოთეკა, მუზეუმი, სააქტო დარბაზი.







Print

« იხ. ყველა სიახლე