2010-09-03

აზერბაიჯანელი ბავშვები სტუმრად თსუ-ში

აზერბაიჯანელი ბავშვები სტუმრად თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აზერბაიჯანიდან მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვები ესტუმრნენ. თსუ-ის აზერბაიჯანის კაბინეტში 16 ბავშვს აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ნამიკ ალიევი და თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე შეხვდნენ. დარეჯან თვალთვაძემ ბავშვებს თსუ-ის ისტორია გააცნო და საგანმანათლებლო კუთხით ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე ისაუბრა. ბაქოელი სტუმრები საქართველოში ათდღიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან. ამ ხნის განმავლობაში ბავშვები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს მოინახულებენ. გაცვლითი პროგრამა საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მეუღლეების სანდრა რულოვსისა და მეჰრიბან ალიევას ინიციატივით ხორციელდება.

Print

« იხ. ყველა სიახლე