2011-04-12

ესტატე ხმალაძის სტიპენდიატები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტის პროფესორის ესტატე ხმალაძის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის გადაწყვეტილებით 2010-2011 სასწავლო წლის სტიპენდია დაენიშნათ თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის II სემესტრის მაგისტრანტებს ზარა ბაღდასარიანსა  და გიორგი მილოშევიჩს.

თსუ ფიზიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, მათემატიკის და ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორის სახელობითი სტიპენდია ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მაგისტრანტთათვის 2008 წლიდან დაინიშნა. 1000 დოლარის ოდენობის სტიპენდია თსუ–ის სტუდენტებზე ყოველწლიურად გაიცემა. წელს სტუდენტებისათვის სტიპენდიის დონორი პროფესორ ხმალაძესთან ერთად თსუ კურსდამთავრებული, დოქტორი ნინო ტორონჯაძე იყო.

პროფესორი ესტატე ხმალაძე 2002 წლიდან ახალ ზელანდიაში ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტის მათემატიკური და კომპიუტერული მეცნიერებები კოლეჯში მოღვაწეობს. 2010 წელს ახალი ზელანდიის სამეფო საზოგადოებამ აღიარა სტატისტიკურ მოდელებში წამყვანი საერთაშორისო ექსპერტის პროფესორი ესტატე ხმალაძის წვლილი როგორც თეორიული შრომებში, ასევე  საფინანსო, სადაზღვევო და სხვა დარგებში სტატისტიკური მეთოდების გამოყენების თვალსაზრისით. 
Print

« იხ. ყველა სიახლე