ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-10-05

პროფესორ კლაუს ჰოპტს თსუ–ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

5 ოქტომბერს გერმანელ პროფესორს კლაუს ჰოპტს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

„მოხარული ვარ, რომ ასეთი პატივი მერგო წილად. ვუსურვებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უწყვეტ განვითარებას და იმ დიდების ზენიტში ყოფნას, რომელსაც წარსულიდან დღემდე ღირსეულად ინარჩუნებს. მე მზად ვარ ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ და უნივერსიტეტის მომავალი თქვენთან ერთად ვაშენო“, – აღნიშნა პროფესორმა ჰოპტმა.

მაქს–პლანკის სახელობის კერძო სამართლისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი კლაუს ჰოპტი ამჟამად აღნიშნული უნივერსიტეტის ემერიტუსია. პროფესორი სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას გერმანიის, შვეიცარიის, ბელგიის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, ჰოლანდიისა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში ეწეოდა.

საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებას თსუ–ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
Print

« იხ. ყველა სიახლე