2014-03-03
ტემპუსის პროექტის SSRULLI (უნივერსიტეტების, როგორც უწყვეტი განათლების ინსტიტუციების როლის გაძლიერება) პირველი საერთაშორისო სამუშო შეხვედრა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტემპუსის პროექტის SSRULLI (Strengthening the Specific Role of Universities as Lifelong Learning Institutions / უნივერსიტეტების, როგორც უწყვეტი განათლების ინსტიტუციების როლის გაძლიერება) პირველი საერთაშორისო სამუშო შეხვედრა დაიწყო. ორდღიან შეხვედრაში მონაწილეობენ პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, ესტონეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.
„ეს არის პროექტი, რომლის კოორდინატორია თსუ და ეხება საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ცენტრების განვითარებას. უწყვეტი განათლება წარმოადგენს სერიოზულ სეგმენტს უნივერსიტეტისთვის ერთის მხრივ არაფორმალური განათლების გარემოების შექმნის მიზნით, მეორეს მხრივ საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რადგან ჩვენი ერთ-ერთი ფუნქცია საზოგადოებისთვის ახალი ცოდნის მიწოდებაა. ამასთან, უწყვეტი განათლების ცენტრები უნივერსიტეტებში ატარებენ თავის სპეციფიკას.“-აღნიშნა თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მარინე ჩიტაშვილმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კავკასიის ქვეყნებთან ერთად პროექტში ჩართული არიან ესტონეთის, გერმანიის და ავსტრიის წარმომადგენლები, რაც უნივერსიტეტს საშუალებას მისცემს მისი მოდერნიზაციის და სტრატეგიული განვითარების კვალობაზე, ნორმალური უწყვეტი განათლების ცენტრი ჰქონდეს.
საქართველოში ტემპუსის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელის ლიკა ღლონტის განცხადებით, „პროექტი გზას უხსნის უნივერსიტეტს, როგორც საზოგადოებისთვის სერვისის მიმწოდებელს, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მისი კოორდინატორი, განმახორციელებელი და ძირითადი იდეის მატარებელი არის ქართული უნივერსიტეტი. ეს არის უკვე მესამე პროექტი, რომლის კოორდინატორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია. გასათვალისწინებელია, რომ თსუ ტემპუსის მოპოვებული პროექტების რაოდენობის მხრივ ლიდერობს არამარტო ამიერკავკასიაში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც.“
SSRULLI ორი წლის განმავლობაში განხორციელდება და პარტნიორ უნივერსიტეტებში უწყვეტი განათლების სისტემის განვითარებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში შემუშავდება საუნივერსიტეტო სტრატეგიები და რეგიონული რეკომენდაციები საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების შესახებ. ყოველ პარტნიორ უნივერსიტეტში შეიქმნება და დაინერგება მინიმუმ ერთი უწყვეტი განათლების კურსი. ასევე შეიქმნება საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების რეგიონული ქსელი, რომლის მიზანიც პარტნიორ უნივერსიტეტებში უწყვეტი განათლების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა იქნება.

« იხ. ყველა სიახლე