2016-12-26
თსუ-ს ფუტსალის გუნდი გამარჯვებულია
![](/data/image_db_innova/PR/fut.Zupd3Tp-4d.jpg)
ფუტსალში საქართველოს საუნივერსიტეტო
სპორტის ფედერაციის თასის 2016 ფინალური შეხვედრა ახალ სპორტის სასახლეში
გაიმართა. ფინალში ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ. 19 დეკემბერს
თსუ-ს გუნდმა ნახევარფინალში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსისტეტის
გუნდი 11:0 დაამარცხა.
საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის
ფედერაციის თასის 2016 წლის ჩემპიონატი 25 ოქტომბერს დაიწყო და მასში 29
უნივერსიტეტი მონაწილეობდა.
« იხ. ყველა სიახლე